კომუნისტური იდეოლოგიის მამები ერთნაირად აზროვნებენ - ბუღაძე

27.09.24 17:32
კომუნისტური იდეოლოგიის მამები ერთნაირად აზროვნებენ - ბუღაძე

კომუნისტური იდეოლოგიის მამები ერთნაირად აზროვნებენ - ასე ეხმაურება მხატვარი, გია ბუღაძე "ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალს. 

ესენი სტალინის იდეოლოგიის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან, იმდენად უნიჭოები არია - ამბობს ბუღაძე და ხაზგასმით აცხადბეს, რომ "ოცნების" ეს სცენარი კრემლშია მოფიქრებული. 

კომუნისტური იდეოლოგიის მამები ერთნაირად აზროვნებენ. ის იდეოლოგია, რომელიც საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული, ტყუილზე იყო აგებული. იმიტომ, რომ არ მახსოვს მათ მიერ შექმნილი ან პლაკატი თუ ლოზუნნგი, რომელიც ტყუილზე არ ყოფილიყო აგებული.  იყო ასევე კარიკატურული ჟურნალები, სადაც იხატებოდა კაპიტალისტების წარმომადგენლები, ომის გამჩაღებლები, საშინლად იხატებოდა, დიდი ცხვირებით, მასზე ამოსული თმებით და ქუდებით. აქეთ კი იყო მუშა, პროლეტარია, კოლმეურნე ქალი. ბუნებრივია, იდეოლოგები, რაც ახლა ამათ ჰყავთ იგივე საწყისზე დგანან, რადგან ისინი სრულიად იდენტურ ფილოსოფიაზე დგანან. ამაზე აწყობენ თავიანთ იდეოლოგიას, ესეც არ არის ამათი მოფიქრებული. ეს მოფიქრებულია კრემლში. ამ სტალინისტური იდეოლოგიის შემსრულებლები ძალიან უნიჭოები არიან. ესენი სტალინის იდეოლოგიის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან, იმდენად უნიჭოები არიან", - ამბობს გია ბუღაძე. 

საბჭოთა კავშირთან კავშირი ვერ დაინახა დღეს ვერც ირაკლი კობახიძემ. ქვეყნის პრემიერმა ბანერების საბჭოთა სტილთან შედარებას სპეკულაცია უწოდება.

ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

"ქართული ოცნების" კამპანია კომუნიკაციების გამოცდილმა სპეციალისტებმა გაშიფრეს - "მათ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებში ჩარევაა,  დაარწმუნონ ხალხი, რომ მტერი რუსეთი კი არა, არამედ დასავლეთია". 

მსგავსი სიახლეები