ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ლაიენი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრა დასრულდა - სალომე ზურაბიშვილთან გამართული აუდინეციის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა პლატფორმა "X"-ზე დაწერა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მოახლოებული არჩევნები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება.
ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენი შეხვედრა ხდება მნიშვნელოვან მომენტში - მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.