საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.
ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.
ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ", - წერია ზურაბიშვილის ტვიტზე.
ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.