"დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - აშშ-ს საელჩოს მორიგი გზავნილი

04.10.24 10:44
"დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - აშშ-ს საელჩოს მორიგი გზავნილი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგ ქარდს აქვეყნებს და წერს, რომ "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".

აშშ-ს საელჩომ გუშინ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის ქარდი გამოაქვეყნა: "საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება". ამათან აღნიშნა, რომ "იზოლაციაში მოქცეული ქვეყნები ვერ ვითარდებიან".

ცნობისთვის, ბოლო 4 დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციული კამპანიის ფარგლებში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა მნიშვნელობის ქარდებს აქვეყნებს.