"ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად" - ამერიკის საელჩოს განცხადებებს კალაძე პასუხობს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდებს, თბილისის მერი იერიშით პასუხობს - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ქარდებზე დატანილი ტექსტი "სიცრუეა".
ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირწმუნება, რომ "ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს".
ამერიკის საელჩოს, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა აქვს ის, რომ მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზეც, რომ აშკარად, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა ბანერზე, რაც იყო გამოქვეყნებული, იყო სიცრუე, ტყუილი...", - ამბობს კალაძე.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგ ქარდს აქვეყნებს და წერს, რომ "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
აშშ-ს საელჩომ გუშინ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის ქარდი გამოაქვეყნა:"საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება". ამათან აღნიშნა, რომ "იზოლაციაში მოქცეული ქვეყნები ვერ ვითარდებიან".
ცნობისთვის, ბოლო 4 დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციული კამპანიის ფარგლებში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა მნიშვნელობის ქარდებს აქვეყნებს.