ბოკუჩავა: ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტის მონაწილეობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს

05.10.24 16:59
ბოკუჩავა: ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტის მონაწილეობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენთან შეხვედრაზე საუბარი ევროპაში მირებულ გზავნილებს შეეხებოდა.

ბოკუჩავას თქმით, ახლა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტის მონაწილეობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს. 

პრეზიდენტი იმყოფებოდა ევროპაში, მეც ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე და შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში, ასე რომ ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ვიზიტებისას მიღებული გზავნილები ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ პრეზიდენტთან, ისევე როგორც ჩვენთან, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის და რომ ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ
გზაზე საქართველოსთვის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საბოტირებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არჩევნების დღის მნიშვნელობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით, იმიტომ რომ კარგად გვესმის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების როლი საქართველოს ევროპულ მომავალში, - თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კონსულტაციები ათონელის სასახლეში - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებს ესაუბრება. ეს არის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან მას შემდეგ, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გამართა. 

მსგავსი სიახლეები