არჩევნებისთვის და ცვლილებებისთვის პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით დაიწყება - ხოშტარია
ორბელიანების სასახლეში ელენე ხოშტარიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის აუდიენცია დასრულდა - როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა მოახლოებული არჩევნები განიხილეს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართველ ხალხში ცვლილებების მკაფიო სურვილია, ამიტომ საჭიროა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საზოგადოების ნება მშვიდად და წყნარად აღასრულოს.
არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე კვირა. ხალხში არის სურვილი ჩამოყალიბებული ცვლილების. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ცვლილება მშვიდად, წყნარად განვახორციელოთ. ამ ყველაფერში პრეზიდენტის როლი არის მნიშვნელოვანი. ის ჩამოვიდა მნიშვნელოვანი ვიზიტიდან. ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებში, რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს და მეორე მხრივ, როგორი მკაფიოები არიან ჩვენი პარტნიორები "ქართული ოცნების" არადემოკრატიული ქმედებების მიმართ. პოლიტიკური პროცესი დაიწყება პრეზიდენტთან კოორდინაციით არჩევნებისთვის, ცვლილებების მზადებებისთვის. ერთგულია კოალიცია "ცვლილებისთვის". რასაც მოვაწერეთ ხელი, ზუსტად ისე განისაზღვრება", - ამბობს ელენე ხოშტარია.
პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში კონსულტაციები დაიწყო - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებს ესაუბრება. ეს არის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან მას შემდეგ, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გამართა.
-
რა საკითხებზე ისაუბრა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის კომენტარი
-
პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ - მეზვრიშვილი
-
არჩევნებისთვის და ცვლილებებისთვის პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით დაიწყება - ხოშტარია
-
პრეზიდენტს აინტერესებდა, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას - გიგაური