პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ - მეზვრიშვილი
ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტულად დაასახელა საკითხები, რაც პრეზიდენტთან განიხილა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს და ასევე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან "ქართული ოცნების" იზოლაციაში მოქცევას.
ამასთან, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრემიერის გუნდს გარკვეული კითხვები ჰქონდა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს დასვა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრის დროს საუბარი არ ყოფილა პრემიერობის კანდიდატურასთან და ტექნიკური მთავრობის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ, რომელიც ევროპაში ჰქონდა პრეზიდენტს, განსხვავებით "ოცნებისგან", რომელსაც ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტი გაუუქმეს და ყველანაირი კომუნიკაცია.
ჩვენ "ქარტიას" ხელი მოვაწერეთ. მთლიანად რეფორმების ნაწილს ვიზიარებთ. ვთქვით, რომ ტექნიკურ მთავრობასთან, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივ-პოლიტიკური კითხვები გვქონდა და ამაზეც ვისაუბრეთ.
არ ყოფილა კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი, არც პრემიერობის და არც პოტენციური ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის. უბრალოდ პრეზიდენტი აპირებს, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო, გააგრძელოს.
საუბარი იყო მის ვიზიტზე, როგორც წარმატებულ ვიზიტზე. ასევე საუბარი იყო ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში კონსულტაციები დაიწყო - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებს ესაუბრება. ეს არის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან მას შემდეგ, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გამართა.
-
რა საკითხებზე ისაუბრა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის კომენტარი
-
პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ - მეზვრიშვილი
-
არჩევნებისთვის და ცვლილებებისთვის პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით დაიწყება - ხოშტარია
-
პრეზიდენტს აინტერესებდა, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას - გიგაური