რა მოხდება თუ საქართველო დასავლურ ვექტორს დაუბრუნდება - კრამერის პროგნოზი
"მინდა ცხადად ვთქვა, რომ საქართველოში არცერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს, ფოკუსირებული ვარ იმაზე, რა ხდება ქვეყანაში"- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დევიდ კრამერის თქმით, თუ არჩევნების შემდეგ, ქვეყანა დემოკრატიისა და ევროატლანტიკურ ორიენტაციას დაუბრუნდება, აშშ-სთან ურთიერთობა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება:
თუ არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრიბა შეიცვლება და დაუბრუნდება დემოკრატიის გზას, დაუბრუნდება ევროატლანტიკურ ორიენტაციას, ვფიქრობ, ის კავშირები აღდგება, რომელიც მრავალი წელი ვითარდებოდა. მე არ ვიცი, არ მაღელვებს ვის ექნება ამის პასუხისმგებლობა.
რაც არ მინდა ვნახო, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს.
მინდა, კონცენტრირებული ვიყო, კონკრეტულ პოლიტიკაზე, ღონისძიებაზე, ნაკლებად გვაინტერესებს კონკრეტული პოლიტიკოსები. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. რაც მე ნამდვილად მაშფოთებს, არის ის, რომ თქვენ მთავრობაში გყავთ ოფიციალური პირები, რომლებსაც ქვეყანა მცდარი გზით მიჰყავთ, ეს არის ჩვენთვის საგანგაშო"- დასძინა მან.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ვიკა ბუკიასთან რუსული კანონის გაუქმებისა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მან "ქართული ოცნების" ნარატივსაც უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთში არავის უნდა საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.
ერთადერთი რასაც საქართველოსგან ვითხოვთ, ეს არის დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, იმედი მაქვს, რომ ის დააბრუნებს ქვეყანას დასავლეთის გზისკენ.