“ტერორი და რეკეტი რუსულ სტილში“ - ოპოზიციაში ღარიბაშვილის არაფორმალურ გავლენებზე საუბრობენ

11.10.24 16:11
“ტერორი და რეკეტი რუსულ სტილში“ - ოპოზიციაში ღარიბაშვილის არაფორმალურ გავლენებზე საუბრობენ

რეკეტი ღარიბაშვილის სახელით - ოპოზიციაში ყოფილი პრემიერის არაფორმალურ გავლენებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მიუხედავად იმის, რომ ღარიბაშვილი პრემიერი აღარ არის, ის მაინც ინარჩუნებს ძალაუფლებას, რადგან ივანიშვილი პირდად მფარველობს მას და სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან “მაფიოზურ და კორუმპირებულ სისტემას“.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, თამაზ დათუნაშვილი ბიზნესმენებზე ზეწოლას რუსულ სტილს უწოდებს და ამბობს, რომ ამას “ბიზნესის ტერორი და რეკეტი ჰქვია“

ამ ქვეყანაში მათ დაამყარეს რუსული სტილის კლეპტოკრატიული, ოლიგარქული რეჟიმი, სადაც არსებობენ ისეთი პრივილეგირებული, ხისთავიანი პერსონაჟები, როგორიც შეიძლება იყოს ვინმე “კაკაშა“, ვინმე ღარიბაშვილის ბიძა და ეს ადამიანები ეწევიან იმ საქმიანობას, რასაც ბიზნესის ტერორი და რეკეტი ჰქვია რუსულ სტილში. ასე ხდება ტაგანროგში, ნოვოსიბირსკში, როდესაც გავლენიანი რაღაც  ხელისუფლებაზე  და სპეცსამსახურებზე შეზრდილი, გაზულუქებული პერსონაჟები ცდილობენ, სხვისი ქონების დაპატრონებას, რეკეტის გზით“, - ამბობს თამაზ დათუნაიშვილი.

“ერთიანობა -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს არ უკვირს, რატომ არ იძიებს ამ სკანდალურ საქმეს პროკურატურა და ამბობს, რომ “როდესაც ბიძინა ივანიშვილის კლანს და მაფიოზებს ეხებათ საქმე, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“.

ამ სკანდალური საქმის უკან, როგორც საქმის მონაწილეები ამბობენ, დგას ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა, შესაბამისად, როდესაც ბიძინა ივანიშვილის კლანს და მაფიოზებს ეხებათ საქმე, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს კორუფციული, სკანდალური დანაშაულებები მიჩქმალონ. მიხედავად იმის, რომ ღარიბაშვილი პრემიერი აღარაა, ფაქტია, ივანიშვილის მფარველობით სარგებლობს, რადგან ივანიშვილმა შექმნა ეს კორუფციული, კრიმინალური პირამიდა, და ყველას მფარველობს მანამ, სანამ ისინი ერთგულად ემსახურებიან დანაშაულებრივ, მაფიოზურ და კორუმპირებულ სისტემას“, -განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ექს-პრემიერის ოჯახი ახალ სკანდალში ეხვევა - ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას კახელი ბიზნესმენი დევნასა და შურისძიებაში ადანაშაულებს. სკანდალური ამბავი რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიებით გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ არსებობს ბიზნესმენის ჩვენება, სადღაც ის ჰყვება, რომ ზურაბ გონაშვილთან, იგივე "კაკაშასთან" არსებული ბიზნეს  დავის გამო, ის სასტიკად სცემეს და  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები