სავარაუდო თავდასხმა გახარიას გუნდის წევრზე - მურჯიკნელის ოჯახი შურისძიების ფაქტს გამორიცხავს
გიორგი მურჯიკნელის ოჯახი, რომელსაც გახარიას გუნდის წევრი ავტომობილის დაჯახების მცდელობაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ მომხდარში პოლიტიკას ადგილი არ ჰქონია. მურჯიკნელის მეუღლე "პრველებთან" ამბობს, რომ ლია ყოჩიშვილმა მის ქმარს პროვოკაცია თავად მოუწყო. ქალი ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მშენებელია და არცერთ პარტიასთან კავშირი არ აქვს.
შუა გზაზე მიდიოდა. ის ბევრჯერ აკეტებს ასე, ყველას ასე უკეთებს. მე არ მაინტერესებს, ვინ არის თუნდაც გახარიას პარტიაში, ვინ არის „ოცნების“ პარტიაში. მე ჩემი იმხელა ტკივილი მაქვს. მე მომიყვანა სახლში და გავიდა მეზობელთან, დაუდგა წინ და დაუწყო წყევლა-კრულვა. როგორ ფიქრობთ, დედამისი რასა გააკეთებდა ამ დროს, როცა წინ ამხელა ტკივილი გვიდევს? ჩემი მეუღლე არის მშენებელი, მე წელიწადნახევარია საერთოდ არ ვმუშაობ. გლეხი ოჯახი მაქვს, - ამბობს მურჯიკნელის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ "საქარტველოსთვის" წევრი ლია ყოჩიშვილი ირწმუნება, რომ დიმიტრი ხუნდაძის გარემოცვის წევრმა, გიორგი მურჯიკნელმა მისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. საკითხზე პარტიაში საგანგებო ბრიფინგიც ჩაინიშნა, სადაც ნათია მეზვრიშვილმა საგამოძებო უწყებას მოუწოდა, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრან.