მეუფე დანიელი: არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს
ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესია პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
ამის შესახებ განცხადება მაღალმა იერარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ "არჩევანი ყველამ სინდისის ხმის მიხედვით უნდა გააკეთოს"
ეკლესია უჭერს მხარს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას მისი ტრადიციული ფასეულობების საფუძველზე. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენთვის მთავარია, რომ ერმა დაიცვას თავისი ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებები, - ამბობს მეუფე დანიელი.
ცნობისთვის, მართლმადიდებლური ეკლესიის ნეიტრალიტეტზე ისაუბრა დღეს პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემაც - "ამბიონიდან პოლიტიკური მოწოდებები არ უნდა ისმოდეს" - აღნიშნავს სასულიერო პირი.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ყველა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს და რაიმე მითითების მიცემა დაუშვებელია.