ზურა ჯაფარიძე “ოცნებაზე“: მათ განცხადებას ახლა არანაირი შინაარსი არ აქვს
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი აქციით მმართველმა გუნდმა “გზავნილი მიიღო და მათ განცხადებას ახლა არანაირი შინაარსი არ აქვს.“
ჯაფარიძე ამბობს, რომ ის ხალხი, ვინც გუშინ აქციაზე იდგა, 26 ოქტომბერს მივა არჩევნებზე და “თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად, გამარჯვებას გაიფორმებენ.“
ამ ქვეყანაში ცხოვრობს გაცილებით მეტი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა, 5-6 წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდეს და საკუთარი შვილები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დატოვონ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დღემდე არიან “ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მსხვერპლნი და უსმენენ ათას სისულელეს და ტყუილებს. ეს გზავნილი მათ მიიღეს, მათ განცხადებას ახლა არანაირი შინაარსი არ აქვს. ეს ხალხი 26 ოქტომბერს მივა არჩევნებზე, თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად და გაიფორმებენ გამარჯვებას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს პრემიერი მინისტრი ცოტა ხნის წინ კამერებთან ამტკიცებდა, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია "ჩავარდა" და Visioner-ის ინფორმაცია, რომელიც წერდა, რომ თავისუფლების მოედანზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.