სანიკიძე ჩხრეკებზე: მსგავსი რეპრესიები მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი სრულ ისტერიკაშია
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე რეპრესიებს უწოდებს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციების სერიას.
მისი თქმით, "არჩევნებამდე 2 დღით ადრე მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში.
"ჩვენ ვნახეთ გუშინ, თავისუფლების მოედანზე მისი მონური მოწოდებები, ამის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. 26 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება, სადაც არ არის ადგილი იმ ადამიანების, რომლებიც შიშზე, რეპრესიებზე, ამ ქვეყნის მომავლის წართმევასა და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე არიან ორიენტირებული. ნამდვილად არ არის გასაკვირი რასაც აკეთებენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათ შორის დაგვიანებულია და მათი მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება", - თქვა სანიკიძემ.
24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა:
- ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ამ დრომდე ატარებენ.
- ფინანსური პოლიციის თანამშრომლები "შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა
- ფინანსური პოლიცია ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც შევიდა
- ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.