"ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ გააგრძელებენ მუქარას" - კელი საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე
საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი "X"-ზე წერს, რომ "არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ გააგრძელებენ მუქარას".
ორივეს მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლაში გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მუქარას და ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის გაჩუმებას". - წერს იან კელი.
24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა:
- ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ამ დრომდე ატარებენ.
- ფინანსური პოლიციის თანამშრომლები "შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა
- ფინანსური პოლიცია ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც შევიდა
- ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.