დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარი: არჩევნებამდე ლეპტოპების ამოღება საეჭვოა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს

24.10.24 16:51
დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარი: არჩევნებამდე ლეპტოპების ამოღება საეჭვოა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს

 Atlantic Council-ის მკვლევარი სოფო გელავა, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, "ტვ პირველის" "დღის ამბებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის სოფო ბუზიაშვილთან ერთად ხელისუფლების მიერ ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე კვლევას ატარებდა. ასეთ პერიოდში მისი ლეპტოპის წაღება, გელავას თქმით, კითხვებს აჩენს.

მკვლევარის თქმით, ჩხრეკისას დალუქეს მისი ტელეფონი, მისი მეუღლის, პოლიტიკოს გიორგი ნონიაშვილის და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები. სოფო გელავა ამბობს, რომ ის დღეს დაიბარეს გამოკითხვაზე.

მე და ეთო ბოლოს ერთად ვმუშაობდით რეკლამებზე და იმ კონვენტზე, რომელიც ეხებოდა დასავლეთის ჩარევის შესახებ დეზინფორმაციას, რომელიც ერთი-ერთში მოდის კრემლის ნარატივთან, როგორ მოხდა ამის გაზრდა წინასაარჩევნო პერიოდში ზაფხულიდან მოყოლებული.

საბედნიეროდ, ამ სტატიის დასრულება გუშინ ღამით ერთად მოვასწარით და გაგზავნა რედაქტორებთან და ველოდებით, რომ გამოქვეყნდება.

სამწუხაროდ, არ მაქვს ჯერ სხვა ტელეფონთან წვდომა, რომ შევამოწმო საერთოდ საინფორმაციო გარემოში რა ხდება, ან ვინ როგორ გამოეხმაურა. კიდევე ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც ეს არის ჩემი ბეგრაუნდი და საქმიანობა და ჩემი მეუღლე არის პოლიტიკოსი და ასეთი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ლეპტოპების ამოღება ხდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის საეჭვო და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს", - ამბობს სოფო გელავა. 

24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა: