დანიის პრემიერი: მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე
ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მეტე ფრედერიქსენის თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე.
„ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
ასე ვნახეთ:
- მიშელი საქართველოს არჩევნებზე: "გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს"
- ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს - ესტონეთის პრემიერი
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა.