თენგო თევზაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
კოალიცია "ცვლილებების" ერთ-ერთ წევრი თენგო თევზაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
თევზაძე გაბიტაშვილის უწყებაში მისვლას არ გეგმავს და აპირებს, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მტკიცებულებებით წარსდგეს.
სასაცილოა, როდესაც პროკურატურა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს ოპოზიციის დაკითხვით და გამოკითხვით. მე როგორც პასუხსიმგებლიანი ადამიანი, ასევე ადამიანი, რომელსაც აქვს შესაძლოა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არჩევნების გაყალბებას და მათ შორის ეს გავრცელდა მედია-საშუალებებით, მზად ვარ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამომკითხონ და ყველა ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულება, მოსაზრება და ინფორმაცია გავუზიარო საქართველოს პროკურატურას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროკურატურა რამე გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ აღნიშნული საქმე იქნება შემდეგში განახლება იმისა, რომ რეალური გამოძიება ჩატარდეს", - ამბობს თენგო თევზაძე.
ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე დაიბარეს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძეც.