ლატვიის პრემიერი: მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა

08.11.24 16:49
ლატვიის პრემიერი: მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა. 

 ევიკა სილინას თქმით, მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. 

ლატვიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს დემოკრატიულ მედიას და დემოკრატიულ საზოგადოებას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მოლდოვისგან, რომ მათი არჩევნების შედეგების თითქმის 10%-ზე რუსეთის გავლენა იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის იმ ქვეყნების სირთულეები, რომლებიც უფრო ახლოს არიან რუსეთთან და ვაფასებთ ყველა ძალისხმევას, რომელსაც წევს ქართული საზოგადოება, რათა ქვეყანაში დემოკრატია იყოს დაცული.

მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას, ხალხის მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვას და ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს თქვენს ევროპულ გზას." - განაცხადა ევიკა სილინამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას. 

ასევე ნახეთ:  

მსგავსი სიახლეები