ჩვენ ვართ ევროპა! - რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე ქართველ ხალხს EU-ს დელეგაციის წევრები მიმართავენ
დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები.
ამ წუთებში EU-ს დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
მანამდე 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.