არ შეიძლება, იყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი და იყოთ რუსული გავლენის სფეროში - ინარა მურნიეცე
არ შეიძლება, იყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი და იყოთ რუსული გავლენის სფეროში, - ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე საუბრობს.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, არჩევნები დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდია და თუკი ამასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს, ის დამოუკიდებელი გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია დემოკრატიისთვის, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. თუ არსებობს ეჭვები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებელია, რათა გავიგოთ, როგორ ჩატარდა არჩევნები. არ შეიძლება, იყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი და იყოთ რუსული გავლენის სფეროში. ეს ორი რამ ვერ მოდის თანხვედრაში, - ამბობს ინარა მურნიეცე.
ასევე წაიკითხეთ:
- 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობასთან ახლოსაც არ იყო - მიხელსონი
- ფინელი დეპუტატი: არჩევნებს ადგილობრივი უწყებები ობიექტურად ვერ გამოიძიებენ
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ.