ჟიგმანტასი უკვე გიჟმანტასია - ზარქუა
ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაციისთვის წევრები ირაკლი ზარქუასთვის "უსამშობლოები" არიან.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი ევროპელ პოლიტიკოსებს არაკორექტულად მიმართავს და ცდილობს ახსნას "ქართული ოცნების" დემარში - "არ მიგიღებთ, როთს მივმართავ, თორემ ჟიგმანტასი უკვე გიჟმანტასია".
"რომ დგახართ და მათხოვრობთ, "შემხვდით და შემხვდითო", მმართველი პარტია თუ მთავრობაო, არ შეგხვდებით იმიტომ, რომ თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება" - ამბობს ირაკლი ზარქუა.
უსამშობლოების მოწვევით, საქართველოში ჩამობრძანდნენ როთები. როთიც გერმანელია, შოლცის პარტიიდან და საერთოდ უარი უთხრეს და დაეშალათ კოალიცია. ეტყობა, იმდენად უავტორიტეტოა, რომ იქ არ გაესვლება ქუჩაში - გერმანელი ხალხი, თავმოყვარე ხალხი, პრინციპული ხალხი - და ეს როთები ეტყობა, იქაც არ მოსწონთ და ახლა ჩამოდის აქ და აძლიერებენ ამ უსამშობლოებს. თუ მაინცდამაინც საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან ყოფნით ვერაფერს იზამთ - სამეგრელოში ჩადით, სტუმარ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ, მოგივიდეთ, აზრზე მოხვიდეთ. გაიაზრეთ, რომ ქართველ ხალხს ლგბტ პროპაგანდა არ სჭირდება. როთს მივმართავ, თორემ ჟიგმანტასი უკვე გიჟმანტასია და არაფერი ეშველება მაგას. დანარჩენ როთებსაც მივმართავ - თქვენისთანები, რომც არ ჩამოდიან აქ და შეურაცხყოფას გვაყენებენ, მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებიან, რომ შეცდომა დაუშვიო და რუსი ხარო - ასეთებს არ მიგიღებთ. და მერე რომ დგახართ და მათხოვრობთ, "შემხვდით და შემხვდითო", მმართველი პარტია თუ მთავრობაო, არ შეგხვდებით იმიტომ, რომ თქვენისთანებისთვის დრო არ რჩება.
ბიძიებო, დღეს 7 საათზე რომ გამოხვალთ, ლობისტური კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტექსტებს რომ წაიკითხავთ, მერე გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ", - თქვა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა.
ევროპელ პარლამენტარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდა.
პრემიერის თქმით, ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.