ოპოზიციის სამოქმედო გემა პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი
პროდასავლური ოპოზიციის სამოქმედო გემა, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის საჯარო განცხადება მათთვის ძალიან საინტერესოა:
24 საათი იწურება რვა საათზე, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას უკვე პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ, ჩვენც გვაინტერესებს მისი საჯარო განცხადება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, რომელსაც შემოგთავაზებთ'', - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს გეგმა, რომლებიც თითქმის 24:00 სათია ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებიან, დღეს 19:00 საათზე უნდა გამხდარიყო ცნობილი.
საქართველოს პრეზიდნეტი ბრიფინგს 20:00 საათზე ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გამართავს. განცხადების დაანონსებამდე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტთან აუდიენცია კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ცალ-ცალკე გამართეს.