ვაშაძე: უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს

19.11.24 09:27
ვაშაძე: უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს

პოლიციას არ ვაჭერინებთ თავს, არ შევდივართ დაპირისპირებაში - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, პოლციის მეთაურებმა ცოტა ხნის წინ მისი და ნიკა მელიას დაკავება სცადეს, თუმცა პოლიტიკსოები დაპირისპირებაში არ შევიდნენ.

არცერთ შემთვევაში თავს არ ვაჭერინებთ პოლიციაში, არ შევდივართ შემხებლობაში, დაპირისპირებაში არ შევდივართ, მობილური პროტესტი გვექნება დაიძრებიან, ჩვენც ვიმოძრავებთ. თუ უკნიდანაც მოგვადგებიან გვერდითა ქუჩებზე ავდივართ. მეთაურები ცდილობენ ჩვენს დაკავებას, ჩემი დაკავება სცადეს, ნიკა მელიას დაკავება სცადეს . მათ ეგონათ, რომ დაგვშლიდნენ და წავიდოდით, მაგრამ არ წავედით, ეგონათ რომ გავუძალიანდებოდით, მაგრამ არა. წეღან რამდენიმეჯერ სცადეს გამქოცევად ა დაჭერები, მაგრამ არ დავიშლებით, უფრო მეტი ადამიანი მოვიდნენ", - ამბობს ვაშაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი  რეზი დუმბაძე და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, დაკავებულია საბა ცხვიტარიძეც

პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა, პარტია ახალის, პოლიტიკური საბჭოს  წევრი ნიკა კვიტატიანი - ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერებით თქმით, დაკავებულია მათი თანამებრძოლი, მაია გოგიძე.

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო - აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებოდნენ პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი.