ერთპარტიული პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმური იქნება - ვახტანგ ხმალაძე

27.11.24 17:20
ერთპარტიული პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმური იქნება - ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და მომავალში მიიღებენ, არაკონსტიტუციური იქნება.

მისი თქმით, ყველა პროცედურა, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას ვერ მოახერხებენ, უკეთეს შემთხვევაში საქართველო ავტოკრატიულ რეჟიმად იქცევა, ხოლო უარეს შემთხვევაში ქვეყანაში კლასიკური დიქტატურა დამყარდება. 

იმ მომენტიდან, როდესაც პარლამენტის 88 წევრმა კენჭი უყარა 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას, ყველა გადაწყვეტილება პარლამენტის, რაც უკვე მიიღეს და რასაც აწი მიიღებენ, არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური და მიღებისთანავე იურიდიული ძალის არმქონე. ასე არის სამართლის თვალსაზრისით. შესაბამისად, არც პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნაა კანონიერი, არც შემდგომი სხვა პროცედურები, რომელსაც განახორციელებენ. აქ შეიქმნა ისეთი ვითარება, რომელიც მხოლოდ წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ აიხსნება, რადგან დარღვეულია კონსტიტუცია. და კონსტიტუციები ხომ დაწერილია იმისთვის, რომ დაცული იყოს ადამიანების უფლებები? მაგრამ თავად კონსტიტუციას არანაირი საშუალება არ აქვს, რომ თავად დაიცვას ადამიანი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ კონსტიტუცია. თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ვერ შევძელით კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნის დაბრუნება კონსტიტუციის ფარგლებში, მაშნ ვიქნებით, უკეთეს შემთხვევაში, ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლების ქვეშ, სადაც იმოქმედებს პრინციპი: „ძალა აღმართს ხნავს“ და უარეს შემთხვევაში, ეს გადაიზრდება კლასიკურ დიტქტურაში, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ამავე თემაზე: 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად  "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.

 თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

 

მსგავსი სიახლეები