ევროპული მომავლის მცველები ათონელის რეზიდენციასთანაც იკრიბებიან

28.11.24 20:32
ევროპული მომავლის მცველები ათონელის რეზიდენციასთანაც იკრიბებიან

"ქართული ოცნების" მთავარი ოფისისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრების პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ათონელის რეზიდენციასთანაც მიდიან.

სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილებმა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლონ. 

ამასთან, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან და პარლამენტთან იმართება. ამავდროულად, მოქალაქეები ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის ქუჩებშიც გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები