რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?! - პრეზიდენტი სპეცრაზმთან მივიდა (ვიდეო)

28.11.24 23:34
რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?! - პრეზიდენტი სპეცრაზმთან მივიდა (ვიდეო)

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე გამაგრებულ სპეცრაზმელებთან მივიდა და ნიღბიანებთან გასაუბრების მცდელობა ჰქონდა. 

"რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს" - მიმართა პრეზიდენტმა მათ.

მთავარსარდალმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოყვანილ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სათითაოდ ჩამოარა და სამშობლოს წინაშე დადებული ფიხი შეახსენა: 

თქვენი მოვალეობაა დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები, თქვენი მოვალეობა რა არის?! -  დაშლოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?

მაინტერესებს პასუხი, თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენ მომავალზე არ ფიქრობთ, არც ქვეყნის , არც შვილების, არც წინაპრებზე არ ფიქრობთ. ვის ემსახურებით? რატომ, რის გულისთვის, რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?"- მიმართა პრეზიდენტმა ე.წ. რობოკოპებს. 

პრეზიდენტისთვის  სპეცრაზმელებს პასუხი არ გაუციათ.

სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილზე რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. 

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. 

წინააღმდეგობა არ დამთავრდება, სანამ ახალ არჩევნებს არ მივიღებთ - თქვა პარლამენთთან ქვეყნის მთავარსარდალმა. 
 

  • პრეზიდენტი მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
  • განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები