სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა

29.11.24 03:34
სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა

სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა ის რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტირ საქმიანობას ეწეოდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მაყირებელს დარბევის ადგილს. 

"ტვ პირველი" მომხდარზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომლაურს აკისრებს და ამბობს, რომ მედიაზე ანგარიშსწორების მიზანი სამაუწყებლო სიგნალის გათიშვაა. 

რამდენიმე წუთის წინ, ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე, გიორგი შეწირულზეც, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა. "ტვ პირველის" თანამშრომელი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაიაც დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიუხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა. 

 

მსგავსი სიახლეები