ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა

30.11.24 23:13
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა

პროტესტის ნიშნად ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა - ამის შესახებ ინფორმაციას სალომე შაფაქიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი წერს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი მსახურება მისთვის დიდი პატივი იყო.

წარვადგინე ჩემი განცხადება ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. პატივი და პრივილეგია იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში" - დაწერა მან.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები გადადგნენ. 

  • ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა.
  • იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა.
  • ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია პროტესტის ნიშნად გადადგა.
  • გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს.
  • ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა.

მსგავსი სიახლეები