თორნიკე გორდაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ჰყავს, მოშლილია

01.12.24 05:04
თორნიკე გორდაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ჰყავს, მოშლილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ჰყავს - ასე აფასებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე ელჩების დემარშს. 

მისი თქმით, "ოცნების" პოლიტიკამ საგარეო საქმეთა სამინისტრო "მოშალა".

ხშირად, როდესაც დიპლომატებს ვესაუბრები, მეუბნებოდნენ, რომ იცით, რაღაცნაირად უნდა გამემართლებინა ჩემი დარჩენა საგარეოში, რადგან ჩემ თავს ვაძალებდი იმას, რომ მე რომ წავიდოდი, უარესი მოვიდოდა და უფრო ცუდი მდგომარეობა იქნებოდა. ახლა უკვე მიხვდნენ, რომ აღარანაირი არგუმენტი აღარ დარჩათ საკუთარი სინდისის მიმართ. საგარეოში რეჟიმის წინააღმდეგ იმდენი ადამიანი გამოვიდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ჰყავს საქართველოს, ყოველ შემთხვევაში, ამ მთავრობას აღარ ემსახურება. სრულიად მოშლილია დიპლომატიური კორპუსი", - ამბობს თორნიკე გორდაძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები გადადგნენ. 

  • ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა.
  • იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა.
  • ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია პროტესტის ნიშნად გადადგა.
  • გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს.
  • ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა.

მსგავსი სიახლეები