დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა - შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემის რღვევაზე წერს
საქართველოს სანაპირო დაცვის საზღვაო უსაფრთხოების ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელმაც სისტემა "შაბათის ეთერთან" ამხილა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას ავრცელებს.
გოჩა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა.
შსს - ში მიმდინარე ბოლო ცნობები! დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა + 16 ინსტრუქტოერი + ფსიქოლოგიური მომზადების სამსახურის უფროსი და 12 თანამშრომელი + წყლის ჭავლის მანქანების ჯგუფი 16 კაცი! მეორე, მესამე და მეოთხე ასეულებში ბუნტია!"- წერს ბერიძე.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.
ამასთან, ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა დატოვა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.