წყარო: მაკრონმა ივანიშვილთან კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა
ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან შემდეგ გადაწყვიტა - "პირველების" ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ კოლეგას „ქართული ოცნების" ძალადობაზე და ქვენაში არსებულ კრიზისზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო ზარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონის ინიციატივით შედგა.
ინფორმაცია თავდაპირველად „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. პარტია თავდაპირველ განცხადებაში წერდა, რომ საუბრის თემა საქართველოში შექმნილი ვითარება იყო. განცხადებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ პროცესების გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა.
მოგვიანებით ელისეს სასახლემ საუბრის უფრო მეტი დეტალი გაასაჯაროვა. განცხადებიდან გაირკვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა.
მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებას მმართველი პარტიის განმარტება მალევე მოჰყვა. "ქართულ ოცნებას" მოუწია იმის აღიარება, რომ მაკრონმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.
ახალი განცხადების თანახმად, დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა“.