მაკრონის ახალი განცხადება საქართველოზე - საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ "ოცნებამ" ხალხი მოატყუა

12.12.24 21:01
მაკრონის ახალი განცხადება საქართველოზე - საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ "ოცნებამ" ხალხი მოატყუა

საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის საფრანგეთს პრეზიდენტი ეხმაურება - განცხადება ემანულ მაკრონიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ  გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მაკრონმა დაგმო რეპრესიები  რომელიც რეჟიმმა ქართველ ახალგაზრდებს მოუწყო.

საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და არსებითად ევროპული გზის ღალატისადმი, რაც არჩევნების შემდეგ მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს კამპანიის დროს"- აცხადებს ემანუელ მაკრონი. 

ცნობისთვის, 11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო ზარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონის ინიციატივით შედგა.

ინფორმაცია თავდაპირველად „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. პარტია თავდაპირველ განცხადებაში წერდა, რომ საუბრის თემა საქართველოში შექმნილი ვითარება იყო. განცხადებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ პროცესების გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა.

მოგვიანებით ელისეს სასახლემ საუბრის უფრო მეტი დეტალი გაასაჯაროვა. განცხადებიდან გაირკვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა

მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებას მმართველი პარტიის განმარტება მალევე მოჰყვა. "ქართულ ოცნებას" მოუწია იმის აღიარება, რომ მაკრონმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

ახალი განცხადების თანახმად, დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა“.

ამასთან, "პირველების" წყარო ეუბნება, რომ ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა -  ეს საკითხი დღის წესრიგში  მას შემდეგ დადგა, რაც სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ კოლეგას „ქართული ოცნების" ძალადობაზე და ქვენაში  არსებულ კრიზისზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები