რასა იუკნევიჩიენე: სალომე ზურაბაშვილი ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება - განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა თქვა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.
ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, "საქართველოს შესახებ ლიეტუვაში ყველაზე ხშირი კითხვაა: არის იმედი? დიახ, არის იმედი!":
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპული საქართველოს ლიდერია, სტრასბურგისკენ გზაშია, რომ მოგვმართოს ჩვენ.
თუ არის რამე იმედი, ყველაზე ხშირი შეკითხვაა ჩემთვის საქართველოს შესახებ - დიახ არის! როცა თბილისში ვიყავი, ვნახე იმედისმომცემი ხალხი, ევროკავშირის დროშებით, რომელიც მათ ჰქონდათ აღმართული დედაქალაქშიც და პატარა სოფლებშიც.
500 ადამიანი დააკავეს, ასობით ნაცემია, ჟურნალისტებიც მათ შორის, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში დემონსტრაციებზე.
საქართველო გახდა მაგალითი, რუსული გავლენებს როგორ შეუძლია დემოკრატიული სისტემა გადააქციოს ავტორიტარულ რეჟიმად. მაგრამ საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ევროპულ სტრუქტურებს არ შეუძლიათ გვერდზე გადგნენ. ჩემი ჯგუფის პოზიცია ცალსახაა - არჩევნები მოიპარეს, საჭიროა ახალი არჩევნები, სალომე ზურაბაშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია.
მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - საჭიროა ინდივიდუალური სანქციები მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მიტაცებასა და ძალადობაზე. ვთხოვ ევროკავშირს არ მისცენ პუტინს და მის მსახურებს საშუალება, მოიგონ ეს ომი"- თქვა მან.
ასევე ნახეთ:
- საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს
- ტობიას კრემარი: მოდით, რეალური სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც ავიწროებს საკუთარ მოქალაქეებს
- ანა ლიურმანი - „ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ
- საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ - ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი