პაპუაშვილი: ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანის სასახლეში გააგრძელებს

29.12.24 10:33
პაპუაშვილი: ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანის სასახლეში გააგრძელებს

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი, ფიზის დადების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანების სასახლეში განაგრძობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "სწორედ მიხეილ ყაველაშვილია ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილისთვის ათონელის სასახლე მემკვიდრეობით არავის გადაუცია".  

არ მგონია, რომ ასე მოხდეს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყაველაშილი საქმიანობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს. ეს შენობა ქალბატონი სალომესთვის მემკვიდრეობით არავის გადაუცია. ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და მის პრეზიდენტს. დღეს ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი, - ამბობს პაპუაშვილი. 

"ქართული ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. ქვეყნის არაღიარებული მეექვსე პრეზიდენტი ფიცს იზოლირებულად, მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე დადებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არცერთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი არ დაესწრება. პარლამენტში საგანგებო ზომებია მიღებული ჟურნალისტებისთვისაც. 

პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლეა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალლელურად, ხალხი მხარდაჭერას ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურას, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.

ზურაბიშვილი გეგმავს, მოქალაქეებს სიტყვით მიმართოს და სამოქმედო გეგმა გააცნოს. პრეზიდნტისთვის ტრიბუნა უკვე გამზადებულია.

მსგავსი სიახლეები