ეს გადანაცვლებები ნიშნავს, რომ სანქცირებულთა კლასტერი არის ერთად - ოპოზიცია თადუმაძის გომელაურის მოადგილედ დანიშვნაზე
დაიკავებს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შალვა თადუმაძე-ის უზენაესი სასამართლოდან, სადაც უვადო მოსამართლის პოსტი ეკავა, ძალოვან უწყებაში დღეს გადაიყვანეს.
არაოფიციალური ვერსიით, ის გომელაურს ჩაანაცვლებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით გომელაური უწყების დასატოვებლად ემზადება და მას თადუმაძე ჩაანაცვლებს. კიდევ ერთი ვერსიით, გომელაურს ეშინია, რომ “უკანონო ბრძანებების შემსრულებლებს ვერ იპოვის და სანქცირებულთა კლანი ძლიერდება.“
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “შიში იმის, რომ არ ენდობა ვიღაც-ვიღაცებს გომელაური, გამოჩნდა იმით, რომ სანქცირებული კლასტერი ერთად მოაგროვა“
ეს გადანაცვლებები ნიშნავს, რომ სანქცირებულთა კლასტერი არის ერთად და პრაქტიკულად ბოლომდეა წამსვლელი, თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვისშიც ეჭვი თვითონ სისტემას შეაქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს გარკვეულწილად კრიზისი, იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობის ქონება, ტენდერებით მოგროვებული, გაშვებული ყავთ ოჯახი აშშ-ში. და შიში იმის, რომ არ ენდობა ვიღაც-ვიღაცებს გომელაური, გამოჩნდა იმით, რომ სანქცირებული კლასტერი ერთად მოაგროვა“, - ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.
სისტემა ჩამოშლილია, ერთ სანქცირებულ პირად მცველს დაუმატა კიდევ ერთი მორჩილი მონა და ამ რეპრესიების გაძლიერებით უნდა შეინარჩუნოს შსს-ზე კონტროლი. რატომ უნდა გადაეყვანა უზენაესის სასამართლოს მუდმივი მოსამართლე შსს-ის მინისტრის მოადგილედ“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური „ოცნებაში“ არსებულ დაპირსპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სულერთია, ვინ სად იქნება“.
ის რომ „ოცნებაში“ დაჰჯგუიფებებს შორის დაპირსპირებები არსებობს, ახალია ამბვაი არ არის. შესაძლოა აქედან იყოს ეს ცვლილებაც განპირობებული - ვიღაცა -ვიღაცას განარიდა, ან პირიქით, მაგრამ ბრძოლის პროცესისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სულერთია ვინ სად იქნება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
„პირველების“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შალვა თადუმაძის ადგილი უზენაეს სასამართლოში თეა წულუკიანმა დაიკავოს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაგნიტსკის სიაში მყოფმა, ასევე რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული უვადო მოსამართლე, შალვა თადუმაძე მოადგილედ დანიშნა.
2019 წლიდან დღემდე თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.