"ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი" - ჯო უილსონი სანქციებს აანონსებს
"ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი" - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და დონალდ ტრამპის ახლოგარემოცვის წევრი, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.
დასავლელი პოლიტიკოსი ქართველი ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლებს აფრთხილებს და წერს, "საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის - როგორც კი სიაში მოხვდებით, სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა".
თუ თქვენ ხართ კორუმპირებული ქართული კოშმარის მატარებელში - ჩინეთში, ირანში და რუსეთში, ახლა დროა ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა", - წერს ჯო უილსონი.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.