"ჩეხეთი მხარს უჭერს განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს" - ლიპავსკი
"ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს" - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.
ცნობისთვის, ნორდიკულმა და ბალტიის ქვეყნებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით.