პრეზიდენტი მზია ამაღლობელს - ამ ისტორიულ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ

21.01.25 15:54
პრეზიდენტი მზია ამაღლობელს - ამ ისტორიულ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მიმართავს. 

პრეზიდენტი უკანონო პატიმარს  მხარდაჭერას უცხადებს.

„მზია ამაღლობელო, საქართველოს თავისუფლებისთვის ამ ისტორიულ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. როგორც მედიამენეჯერი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

მზია ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმის  მუხლით ასამართლებენ. (მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს.