მოქალაქე: დგებუაძე ამტკიცებს, რომ ტკივილი განიცადა, ითხოვს ჟურნალისტის დაპატიმრებას, კითხვა: სადაა ჩემი ცემისთვის დაპატიმრებული პოლიციელი?

21.01.25 17:22
მოქალაქე: დგებუაძე ამტკიცებს, რომ ტკივილი განიცადა, ითხოვს ჟურნალისტის დაპატიმრებას, კითხვა: სადაა ჩემი ცემისთვის დაპატიმრებული პოლიციელი?

ბათუმის პოლიციის შეფის ჩვენებას, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისგან სილის გაწვნის გამო ტკივილი განიცადა და ლოყა/ყური აუწითლდა, პოლიციის მიერ ნაცემი ირაკლი ფიფია ეხმაურება.

ფიფია ფოტოს აქვეყნებს სადაც ძალადობის კვალი შეუარაღებელი თვალითაც ეტყობა. 

მოქალაქეზე თავდამსხმელი საპოლიციო ძალების წარმომადგენელი, არავის დაუკავებია. 

ირაკლი დგებუაძემ ხელის ერთი დარტყმით "განიცადა ტკივილი" და ამტკიცებს, რომ "სიწითლე" აღენიშნებოდა. ამიტომ ითხოვს ჟურნალისტის დაპატიმრებას.  
კითხვა: სადაა ჩემი ცემისთვის დაპატიმრებული პოლიციელი? გდდ სპეცრაზმელი?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. როგორც მედიამენეჯერი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

მზია ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმის  მუხლით ასამართლებენ. (მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს.