სააპელაციომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

21.01.25 17:28
სააპელაციომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი არ მიიღო.

გუშინ „საიას" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლიდა, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. როგორც მედიამენეჯერი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმის  მუხლით ასამართლებენ. (მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს.

 

მსგავსი სიახლეები