"ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში ჩინეთის, რუსეთის, ირანის ბოროტების სამკუთხედის მოკავშირეა" - რუხაძე
"ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში ჩინეთის, რუსეთის, ირანის ბოროტების სამკუთხედის მოკავშირეა" - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა.
გიორგი რუხაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები, რომელიც მან პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, France 24-თან გააჟღერა, მართებული იყო.
ქალბატონი პრეზიდენტის გზავნილები იყო აბსოლუტურად სწორი და მართებული იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ზუსტად უნდა გაიაზროს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში არის ჩინეთის, რუსეთის, ირანის ბოროტების სამკუთხედის მოკავშირე რეგიონში და ეს საფრთხეს უქმნის დასავლეთის ინტერესებს შავ ზღვაზე.
მნიშვნელოვანია, რომ აი ამ სანქციების მატარებელს მიუერთდეს ევროკავშირი და ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები, მისი გარემოცვა და მთლიანად რეჟიმი დასანქცირდეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ისე დასუსტდეს, რომ იძულებული გახდეს ქცევა შეიცვალოს'', - ამბობს გიორგი რუხაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ France 24-ს მისცა.
- "მოსკოვში კობახიძის გადაწყვეტილებას ტაში დაუკრეს, რუსეთი "ოცნებას" კომპლიმენტს ეუბნება" - ზურაბიშვილი
- ტრამპი ძლიერ ამერიკაზე საუბრობს... აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ შავი ზღვა მისი ფლოტისთვის დაკეტილია - ზურაბიშვილი
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი: "ელიტა ნერვიულობს - ამერიკული სანქციები ნამდვილად მნიშვნელოვანია"
- ზურაბიშვილი: ყაველაშვილისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია - ჩემი მანდატი გრძელდება