თავდასხმა პრეზიდენტზე - ახალ კადრებში ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შესაძლებელია (ვიდეო)
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს.
კადრებში ორი თავდამსხმელის იდენთიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი. ორივე მათგანი, ჯერ პრეზიდენტს ლანძღავს შემდეგ კი გარბის.
კადრები აქვს ვახო გომალაურის უწყებასაც, თუმცა შსს-ს არ უთქვამს რა მუხლით დაიწყო გამოძიაბა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.
ვიდეო პროპაგანდისტებმა რამდენიმე წუთში გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. დღეს კი "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნ.