პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - ზურაბიშვილის ადვოკატი აეროპორტიდან ვიდეო-ჩანაწერების ამოღებას ითხოვს

20.02.25 15:38
პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე -  ზურაბიშვილის ადვოკატი აეროპორტიდან ვიდეო-ჩანაწერების ამოღებას ითხოვს

 

 

პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი ითხოვს, გამოძიებამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები დროულად ამოიღოს. 

როგორც ეკა ბესელია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები სწორედ ამ კამერებში ინახება. 

"თავდასხმის მომენტი არის დაფიქსირებული როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ კამერებზე. ეს კამერები რაც შეიძლება სწრაფად არის ამოსაღები. არანაირი არგუმენტი არ მიიღება - არ მივიღებთ არანაირ განმარტებას, "ამიტომ, იმიტომ". არა, ამოსაღებია და ეს ვიდეო-მასალა, სადაც აღბეჭდილი იქნება თავდასხმის ყველა მონაწილე, მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია ამ გზით და ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. 

რაც შეეხება იმ ვიდეოს ნაწილს, რომელიც გავრცელდა და გადაღებულია პრეზიდენტის თანმხლები პირის მიერ, ი იმ ვიდეოში შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის (2-3 ადამიანის, შესაძლებელია, მეტიც) იდენტიფიცირება. პრაქტიკა აჩვენებს, როგორ ადგენენ მარტივად, სახის ერთი ნაკვთითაც კი პიროვნებას. შესაბამისად, იმ ტექნიკის გამოყენებით, რაც აქვს შესაბამის სამსახურს მეტი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ყველა ადამიანის გამოვლენა აუცილებელია, შემდეგ ისინი ალბათ დაასახელებენ, ვინ დაუკვეთა ეს ორგანიზებული თავდასხმა"- აცხადებს ეკა ბესელია. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს. 

კადრებში ორი თავდამსხმელის იდენთიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი. ორივე მათგანი, ჯერ პრეზიდენტს ლანძღავს შემდეგ კი გარბის. 

კადრები აქვს ვახო გომალაურის უწყებასაც, თუმცა შსს-ს არ უთქვამს რა მუხლით დაიწყო გამოძიაბა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.

ვიდეო პროპაგანდისტებმა რამდენიმე წუთში გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. დღეს კი "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნ.

 

მსგავსი სიახლეები