იდენტიფიცირებულია საქართველოს პრეზიდენტზე თავდამსხმელი
იდენტიფიცირებულია საქართველოს პრეზიდენტზე ერთ-ერთი თავდამსხმელი - "ქართული ოცნების" ტიტუშკა სამოქალაქო აქტივისტებმა ამოიცნეს. როგორც ისინი "პირველებს" ეუბნებიან, მიუნხენიდან თბილისში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს გიორგი წკრიალაშვილი დაესხა თავს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 72 წლის ქალს დაუპირისპირდა.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ წკრიალაშვილი "ოცნების" პრემიერის "ხელის ბიჭია" და ირაკლი კობახიძის დავალებით პროტესტში მყოფ სტუდენტებს უსწორდება.
"ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკას სოციალური ქსელის ანალიზიდან ირკვევა, რომ წკრიალიშვილი ივანიშვილის გუნდის წევრებთან ხშირად პოზირებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ვიდეო დღეს გაავრცელა.
კადრებში მინიმუმ ორი თავდამსხმელის იდენთიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი. ორივე მათგანი, ჯერ პრეზიდენტს ლანძღავს შემდეგ კი გარბის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ წკრიალაშვილია.
აღნიშნული კადრები აქვს ვახო გომალაურის უწყებასაც, თუმცა შსს-ს არ უთქვამს რა მუხლით ან საერთოდ დაიწყო თუ არა გამოძიაბა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები სამი დღის წინ დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.
ვიდეო პროპაგანდისტებმა რამდენიმე წუთში გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. დღეს კი "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნ.