გიორგი ბაჩიაშვილი: ივანიშვილმა ერთ-ერთ ძალოვანს უთხრა, რომ ციხეში გამჭყლიტავდა
ბიზნესმენმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ქვეყნის დატოვების კონკრეტული მიზეზი დაასახელა.
მისი თქმით, მას დეტალურად მიაწოდეს ივანიშვილის პირდაპირი განკარგულება, რომელიც განაჩენის გამოტანისთანავე დადგებოდა.
“ივანიშვილს პირდაპირ ჰქონდა ნათქვამი: მაგას ციხეში გავჭყლეტთ, მერე კი ვნახოთ, როგორ იმღერებს იქედანო“- ამბობს ბაჩიაშვილი.
ამ დროის განმავლობაში, საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მომდიოდა, როგორც პროკურატურიდან, ასევე სხვა ძალოვანი უწყებებიდან. ბოლო რამდენიმე დღეში იყო გაცემული პირდაპირ განკარგულება, რომ შემდეგ ორშაბათს, როდესაც განაჩენი უნდა გამოეტანათ, ივანიშვილს პირდაპირ ჰქონდა ნათქვამი, ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელთან შემდეგი : “მაგას ციხეში გავჭყლეტთ, მერე კი ვნახოთ, როგორ იმღერებს იქედანო“. მე ვარ ბიზნესნები, ჩემი ციხეში ყოფნა არც არავის გამოადგებოდა და არც ჩემ ბრძოლას. მე იმისათვის გამოვედი, რომ გავაგრძელო ეს ბრძოლა და ახლა ხელ-ფეხი მაქვს ბევრად გახსნილი, შემიძლია, ბევრი რამე გავაკეთო, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ ბარბაროსებისგან“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.