ჩხრეკა ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის სახლში: "სერიოზული სტრესი მივიღე, საიდანაც ვერ გამოვდივარ"

11.03.25 16:02
ჩხრეკა ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის სახლში: "სერიოზული სტრესი მივიღე, საიდანაც ვერ გამოვდივარ"

 

 

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ფინანსური პოლიციის ტანამშრომლებმა ორი ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები ამოიღეს. 

სანზონაში ჩხრეკა უკვე დასრულდა - ბიზნესმენის დედა ამბობს, რომ ძალოვანები მათთან სასამართლო პროცესის დასრულების პარალელურად გამოჩნდნენ. 

ქალი თვალთვალსა და იმ სტრესზე საუბრობს, რომელიც განიცახა. 

გამოცხადდა თუ არა ირაკლის გამოსვლა სასამართლოდან, ზუსტად ერთ წუთში იყო კარზე კაკუნი, თითქოს აქ იდგნენ.  მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ, 5 ადამიანი შემოვიდა, ყველაფერი გაჩხრიკეს - სამზარეულო, აივანი. რას ეძებდნენ არ დაუსახელებიათ, გვითხრეს, რომ ორდერი ჰქონდათ. 

წაიღეს 2 ლეპტოპი, ერთი ძველი, მეორე - ახალი. წაიღეს დამტენი და ე.წ. ფლეშკა, რომელზეც ბავშვების ფოტოსურათები ინახება. ასევე წაიღეს დაახლოებით 2 ცალი საბუთი. 

სერიოზული სტრესი მივიღე, საიდანაც ვერ გამოვდივარ... ოჯახს გვითვალთვალებდნენ"- აცხადებს ბიზნესმენის დედა. 

ამის პარალელურად, ჩხრეკა ტარდება საგურამოში, პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლში. 

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დღეს დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.