ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმების შესახებ კვლავ დარჩება - შვედეთის პრემიერი
ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით მათი მოთხოვნები რეფორმების შესახებ კვლავ დარჩება:
როგორც იცით, საქართველო საკმაოდ ხშირად არის განხილვის დღის წესრიგში. არა მხოლოდ იმიტომ რომ, ექსპრეზიდენტმა მოგვამართა. ეს არ აჩვენებს რომ მხარდაჭერის ნაკლებობაა. რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ და ეს ბევრჯერ გამოვხატეთ სხვადასხვა გზით. ასე რომ ჩვენი ფიქრები დღესაც იქნება საქართველოსთან და ჩვენი მოთხოვნები სწორი მიმართულებით რეფორმირების შესახებ კვლავაც იგივე დარჩება", - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
ასევე ნახეთ:
ევროკავშირის ორდღიანი სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.
წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე უკრაინი შესახებ იქნება მსჯელობა. დისკუსიის თემაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და მიგრაციის საკითხი.
სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა EU-ს ლიდერებს წერილით მიმართა.
ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სახელით სალომე ზურაბიშვილმა, ევროპელ ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს საკითხი დღეს მათი მსჯელობის საგანი იყოს.
რა წერია დოკუმენტში ნახეთ ვრცლად
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.