"საქართველოში ადამიანების უფლებები ნიველირებულია" - იურისტები გერმანიის სასამართლოს განცხადებას იზიარებენ
გერმანიის ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე მოქალაქეებისთვის გასაკვირი არ არის.
- საუბარია გერმანიის სასამართლოს განცხადებაზე, სადა წერია, რომ "საქართველოს თავისუფალ ქვეყნად მიჩნევა შეუთავსებელია EU-ს კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს".
იურისტები ამბობენ, რომ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, 2024 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო. გოგა ხატიაშვილის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგო ცვლილებები შეიტანა და მართლმსაჯულების სისტემა განსხვავებული აზრის მატარებელი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის გამოიყენა.
როდესაც ფასდება ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა უსაფრთხოების კრიტერიუმებს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული ვითარება და ფონი. გასული წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელსაც რეპრესიულად იყენებს ადამიანების მიმართ.
ასევე ვნახეთ არაერთი ადამიანი, რომელიც გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან მათ მიერ გამოხატული მოსაზრებების გამო. ადამიანების მიმართ მიმდინარეობს დევნა. ასევე საკმაოდ მძიმე მდგომარეობა არის ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვნახეთ პოლიციის მხრიდან გამოყენებული წამებისა თუ დამამცირებელი მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ასევე აქტიური ფიზიკური ძალადობის შემთხვევები განსაკუთრებით მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. გაუარესებულია მდგომარეობა ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით". - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.
იურისტი გიორგი ბურჯანაძე პოლიტიკური სარჩულით საჯარო მოხელეების გათავისუფლების ფაქტებსაც იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, ადამიანის უფლებები ნიველირებულია.
მას შემდეგ, რაც ვნახეთ წამება ქუჩაში, რაც ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც ტელეფონებს იპარავდნენ და ადამიანებს ძარცვავდნენ, მას შემდეგ, რაც ვნახეთ ის, რომ ყოველდღე ასობით საჯარო მოხელეს უკანონოდ ათავისუფლებენ საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ პოზიცია გამოხატეს, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ადამიანების უფლებები არის ნიველირებული იმ პირობებში, როდესაც საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს". - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".