ოპოზიციის ინფორმაციით, ე.წ, "მაგნატის" საქმის მოსამართლეები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენი ციხეში გაუშვა, "ოცნებამ" დააწინაურა

25.03.25 16:58
ოპოზიციის ინფორმაციით, ე.წ, "მაგნატის" საქმის  მოსამართლეები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენი ციხეში გაუშვა, "ოცნებამ" დააწინაურა

„სამარცხვინო“ - ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტში მიმდინარე პროცესები.

ოპოზიციონერის თქმით, „თვითმარქვია პარლამენტში" ე.წ. კომისია შეიქმნა, რომელსაც მისი თქმით, სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს: 

ანა დოლიძე,  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა, სადაც დღე შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა გაიმართა.

ანა დოლიძეს აინტერესებს,  რატომ არ გამოიძიეს ჯემალ ლეონიძის ჩივილები, 2012-13 წლებში.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, დღეს, მაღალ თანამდებობაზე "წამოსკუპებულია ყველა ის პირი, რომელსაც პირდაპირ დაკავშირებულია ბიზნესმენის პატიმრობასა და ქონებრივ პრობლემებში".

„რაც მთავარია, რატომ არის დღეს, მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებული ყველა ის პირი, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის პასუხი მის პატიმრობასა და მის ქონებრივ პრობლემებში. აქ იგულისხმება შსს-ს თანამშრომელიც, მაგრამ მთავარი - მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც თვითონ ადებს ხელს და რომელიც დღეს დაწინაურებულია, ის არის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე. მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ის პატიმრობაში გაუშვა, რომელიც იმის შემდეგ დაწინაურდა და დღეს არის შუა რგოლის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე", - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  მამუკა ხაზარაძის შემდეგ, უარი ბადრი ჯაფარიძემაც განაცხადა. 

წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას უკვე მიმართა. 

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტის სხდომაზე, ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვაზე დაიბარა.

აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც წულუკიანმა დასაკითხად მიიყვანა, ქონებას "ოცნების" პირობებშიც ვერ იბრუნებს.

მსგავსი სიახლეები